пятница, 26 апреля 2013 г.


პროექტის სახელწოდება:   ,,საჭადრაკო ვარდობისთვე“
პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეებთან პატრიოტულ თემაზე საუბრისას გამოიკვეთა, რომ ქართველები ვამაყობთ ჩვენი მოჭადრაკე ქალბატონებით. გაჩნდა კითხვა - რატომ დავთმეთ მსოფლიო დედოფლის გვირგვინი? იქნებ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი წვლილის შეტანა ამ საქმეში?! აქედან გაჩნდა აღნიშნული პროექტის იდეა. მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავეთ პროექტის სამოქმედო გეგმა და ჯგუფებში გადავინაწილეთ სამუშაოები.
პროექტის აქტუალობა:ჭადრაკი მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული სპორტის სახეობაა, რომელიც მოსწავლეს უვითარებს ლოგიკურ აზროვნებას, ანალიზის უნარს. ამ პროექტით შესაძლებელია  ჭადრაკის თამაშში მეტი პრაქტიკის მიღება, ქართული და მსოფლიო ჭადრაკის ისტორიის მეტად შეცნობა, პრეზენტაციის უნარის განვითარება, მოსწავლის გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების რეალიზაცია.
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია - ჭადრაკის, როგორც სპორტის ინტელექტუალური სახეობის პოპულარიზაცია; მოსწავლეები უფრო ღრმად იყვნენ ჩახედული მსოფლიო და ქართული ჭადრაკის ისტორიასა და თანამედროვე რეალობაში;   სპორტული, საჭადრაკო ჟურნალისტიკისადმი ინტერესის გაღვივება მოსწავლეებში; პრეზენტაციისა და კვლევის უნარ-ჩვევების განმტკიცება.
მონაწილეთა ასაკი:7-დან 12 წლამდე ასაკის გოგონები
ვადები/ხანგრძლივობა: პროექტის განხორციელების ვადაა 2 კვირა. ჩატარების დრო -13-17 მაისი, 2013 წელი.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გოგონები მეტად დაინტერესდებიან ჭადრაკით, ჭადრაკის ისტორიით და  საჭადრაკო დონესთან ერთად აიმაღლებენ ინტელექტს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საჭადრაკო დაფები, საჭადრაკო საათები, სადემონსტრაციო საჭადრაკო დაფა, პროექტორი, სტენდები ჟურნალისტებისთვის, თაბახის ფურცლები.
პროექტის მსვლელობა:
         პროექტის დაწყებამდე კლასის დამრიგებლებისა და სპორტის მასწავლებლების დახმარებით ვლინდება 7-დან 12 წლამდე 8 მონაწილე გოგონა.
          დღე პირველი, 13 მაისი, 14 სთ. კონფერენცია თემაზე ,,ქართველი მოჭადრაკეების როლი მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში“... ლიტერატურა - საჭადრაკო თემაზე მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ბიბლიოთეკებში. დროის ხანგრძლივობა - 45 წუთი.
       ტურნირის საზეიმო გახსნა -14 სთ 45 წთ. დრო - 15წუთი.  კენჭისყრა - 15 სთ-ზე. კენჭისყრა ტარდება შემდეგნაირად:მონაწილე 8 გოგონა, ანბანური თანმიმდევრობით, ირჩევს 8 მოცეკვავე ვაჟს. ვაჟებს პიჯაკში მათთვის აქვთ შესაბამისი ნომერი...
          კონკურსი 1. 15სთ 15წთ - ვიქტორინა საჭადრაკო თემაზე. 8 კონკურსანტ გოგონას ენიჭება ქულები (1 ადგილი - 100 ქულა, 2 ადგილი - 70, 3 – 50, 4 – 30, 5 – 20, 6 – 15, 7 – 10, 8 – 5); დასასრულს პირველი ტური - 16 სთ.
           დღე მეორე, 14 მაისი - 14 სთ. კონკურსი 2. თითოეული კონკურსანტის პრეზენტაცია 8 ქართველი მოჭადრაკე ქალბატონის მიღწევებზე - მაია, ნონა, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, ქეთევან არახამია, ქეთევან კახიანი, ნანა ძაგნიძე. ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს და მონაწილეებს ენიჭებათ ქულები ზემოთ აღნიშნული სახით. დასასრულს იწყება მეორე და მესამე ტური - 16 სთ;
       დღე მესამე, 15 მაისი - 15 სთ. კონკურსი -3. მოჭადრაკე გოგონები პოდიუმზე! ჟიური აფასებს ზემოთ აღნიშნული სახით. დასასრულს - მე-4 და მე-5 ტური 16 სთ.
       დღე მეოთხე, 16 მაისი -14 სთ.კონკურსი - 4. საჭადრაკო ამოცანების ამოხსნა. გოგონებს ეძლევათ 10 საჭადრაკო ამოცანა ამოსახსნელად. ქულები - ზემოთ აღნიშნული სქემის შესაბამისად. დასასრულს - მე-6 და მე-7 ტური - 16 სთ.
     პრესკონფერენცია - 18 სთ 30 წთ.
    კონკურსი - 5. უშუალოდ საჭადრაკო ტურნირზე დაკავებული ადგილების შესაბამისად მონაწილეებს ენიჭებათ ზემოთ აღნიშნული ქულების გაორმაგებული.
    თითოეულ აქტივობაში აღებული ქულები ჯამდება და შესაბამისად ვლინდება გამარჯვებული!
    თითოეული დღის მიმდინარეობას აშუქებენ ჟიურის მიერ წინასწარ შერჩეული ნორჩი მოსწავლე-ჟურნალისტები(სულ 5). ისინი ყოველდღიურად სასტენდო დაფებზე აქვეყნებენ სიახლეებს, ფოტო-მასალას, იღებენ ინტერვიუს მონაწილეებისგან და ჟიურის წევრებისგან.
    ჟურნალისტური ნაშრომები ჟიურის მიერ ფასდება შემდეგნაირად (1ადგილი – 50 ქულა, 2 – 30, 3-20, 4 – 10, 5 – 5):  ყველაზე საინტერესო ფოტოები; სიახლეების ოპერატიულობა და ხარისხი ,  ყველაზე საინტერესო ინტერვიუ;
   დღე მეხუთე, 17 მაისი - 14 საათი.სკოლის მიერ მოწვეული რეგიონის რომელიმე წარმატებული მოჭადრაკე 20 დაფაზე ატარებს ერთდროული თამაშის სეანსს.
 16 სთ. ტურნირის საზეიმო დახურვის ცერემონიალი.
  კონკურსის 3 გამარჯვებული ჯილდოვდება სიგელებით, საჭადრაკო წიგნებით და ვარდების თაიგულით, გამარჯვებული - თასით!
  ამასთან, საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული სკოლის ღირსებას დაიცავს მუნიციპალიტეტის ჩემპიონატზე!
    საუკეთესო ნორჩი ჟურნალისტი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით.
    საზეიმო კონცერტი მოსწავლეების მონაწილეობით.
    დახურვის ცერემონიალზე გამარჯვებული გოგონა ვალდებულია იცეკვოს იმ მოცეკვავე ვაჟთან, რომელმაც მას ტურნირის რიგითი ნომერი მიანიჭა!
    ნორჩი ჟურნალისტები ამზადებენ კედლის გაზეთს, სკოლის ვებ-გვერდზე დებენ კონკურსის სრულყოფილად ამსახველ მასალას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:კავშირი ისტ-სთან.
პროექტის ხელმძღვანელი:კობა კვიკვინია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:kobakvikvinia@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: